07 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
თურქეთმა სირიაში ბრძოლის ახალი ფრონტი გახსნა

თურქეთმა სირიაში ბრძოლის ახალი ფრონტი გახსნა. მძიმე ტექნიკამ და ტანკებმა სირიის საზღვარი კილისის პროვინციიდან გადაკვეთეს.

ეს რაიონი ჯერაბლუსიდან, სადაც ოფიციალურმა ანკარამ გასულ კვირას სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, 55 კილომეტრითაა დაშორებული.

გავრცელებული ცნობით, თურქეთის არმიამ რაიონში უკვე დაბომბა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს პოზიციები.

დღის ამბები