07 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
უზბეკეთის პრეზიდენტი მშობლიურ ქალაქ სამარყანდში დაკრძალეს

უზბეკეთის პრეზიდენტი მშობლიურ ქალაქ სამარყანდში დაკრძალეს. ცერემონიას 17 ქვეყნიდან ჩასული ოფიციალური დელეგაცია ესწრებოდა, მათ შორის საქართველოს პრემიერმინისტრი.

სამგლოვიარო პროცესიის გამო მთლიანად გადაკეტილი იყო ქალაქის ცენტრი, ქვეყნის მასშტაბით კი სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. ისლამ კარიმოვის ცხედარი მშობლიურ ქალაქში დღეს დილით ტაშკენტიდან გადაასვენეს.

პრეზიდენტთან გამოსამშვიდობებლად დედაქალაქის ქუჩებში რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა.

78 წლის ისლამ კარიმოვი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში ერთი კვირის წინ გადაიყვანეს. ის უზბეკეთს 27 მართავდა.

კარიმოვის შემცვლელად ანალიტიკოსები უზბეკეთის პრემიერმინისტრს მიიჩნევენ.

დღის ამბები