07 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
ბრიტანეთის პრემიერი ამბობს, რომ ევროკავშირიდან გასვლა სერიოზულ ეკონომიკურ ზიანს მოიტანს

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანას ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ რთული პერიოდი ელის. ტელეკომპანია BBC- სთვის მიცემულ ინტერვიუში ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ ბრექსითის გამო ბრიტანეთის ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდება, ამიტომ ქვეყანა პროცესს მომზადებული უნდა შეხვდეს.

მისივე თქმით, ოფიციალური ლონდონი ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე ოფიციალურ მოლაპარაკებებს 2017 წლამდე არ დაიწყებს.

პარალელურად, ლონდონში, ბრექსიტის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ათასობით დემონსტრანტი საკანონმდებლო ორგანოსგან, რომელმაც მუშაობა ორ დღეში უნდა განაახლოს, პროცესის შეჩერებას ითხოვდა.

დღის ამბები