07 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
"ისლამურ სახელმწიფოში" თარხან ბათირაშვილის შემცვლელის ვინაობა ცნობილია

ერაყული მედია ისლამურ სახელმწიფოში თარხან ბათირაშვილის შემცვლელის ვინაობას ასახელებს. დაჯგუფების ახალ სამხედრო მეთაურად ტაჯიკეთის სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელი, გულ-მუროდ ხალიმოვი აირჩიეს. ის რადიკალ ისლამისტებს 2015 წლის აპრილში შეუერთდა, სახელმწიფო დეპარტამენტს კი მასზე ინფორმაციისთვის 3 მილიონი ევროს ოდენობის ჯილდო აქვს დაწესებული.

მედია წერს, რომ ხალიმოვის დანიშვნის შესახებ ისლამისტებს ოფიციალურად არ განუცხადებიათ, რადგან შიშობენ, რომ ის საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშების სამიზნე გახდება. ისლამურმა სახელმწიფომ თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ შიშანის გარდაცვალების ფაქტი ივლისში დაადასტურა.

დღის ამბები