07 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
ამბოხებულებმა საზღვრის 90 კილომეტრიანი მონაკვეთი "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებისგან გაწმინდეს

ამბოხებულებმა თურქეთის მხარდაჭერით სირიისა და თურქეთის საზღვრის 90 კილომეტრიანი მონაკვეთი დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან გაწმინდეს.

სირიელი არაბები და თურქმენი მებრძოლები სრულად აკონტროლებენ ფრონტის ხაზს ორ ქალაქს აზაზსა და ჯერაბლუსს შორის. ამით კი თურქეთს საშუალება ეძლევა თვალი ადევნოს ქურთი მებრძოლების გადაადგილებას, რომლებსაც შეერთებული შტატები ეხმარება.

პარალელურად, სირიის არმიამ ალეპოს სამხრეთით რამდენიმე რაიონი დაიბრუნა. სამთავრობო ძალების ხელში გადავიდა ორი ობიექტიც, რომლებიც ოპოზიციის მებრძოლებმა ერთი თვის წინ დაიკავეს.

დღის ამბები