07 ოქტომბერი 2024,   18:28
ვრცლად
მდინარე ტემზის ნაპირზე ლონდონის დიდი ხანძრის იმიტაცია მოაწყვეს

მდინარე ტემზის ნაპირზე ლონდონის დიდი ხანძრის იმიტაცია მოაწყვეს. სანაპიროზე მე-17 საუკუნის ლონდონის ხის მაკეტი დადგეს და ცეცხლი წაუკიდეს. ამ ფორმით ბრიტანეთის დედაქალაქში 350 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს.

120 მეტრის სიგრძის კონსტრუქციის დაწვას მდინარის სანაპიროზე შეკრებილი უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს.

ლონდონში დიდი ხანძარი 1666 წელს გაჩნდა. სტიქია მაშინ 4 დღეს გაგრძელდა და 13 ათასზე მეტი შენობა გაანადგურა, მათ შორის წმინდა პავლეს კათედრალიც.



დღის ამბები