07 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
ავღანეთის დედაქალაქის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ავღანეთის დედაქალაქის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. უსაფრთხოების ძალები შეიარაღებული პირების დაკავებას ცდილობენ, რომლებიც ერთ-ერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციის შენობაში არიან გამაგრებული.

გავრცელებული ცნობით, შეტაკების შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაიჭრა 6. სპეცოპერაცია აფეთქებების სერიას მოყვა, რომელიც ქაბულში გვიან ღამით მოხდა.

თავდაცვის სამინისტროს შენობასთან ერთმანეთის მიყოლებით ორი ბომბი ამოქმედდა. შედეგად დაიღუპა 24 და დაიჭრა 91 ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

დღის ამბები