07 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
ბარაკ ობამამ ფილიპინების პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

ბარაკ ობამამ ფილიპინების პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. მოლაპარაკებები ლაოსში, აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების სამიტის ფარგლებში იგეგმებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ფილიპინების პრეზიდენტმა შეერთებული შტატების ლიდერს საჯაროდ სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა, შეხვედრაც გაუქმდა. დაპირისპირების მიზეზი კი ბარაკ ობამას კრიტიკა გახდა.

ბოლო პერიოდში ნარკოდილერებთან ბრძოლის ფარგლებში ფილიპინებში 2 ათასი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ბრძოლის ეს მეთოდი კი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკრიტიკა, რამაც ფილიპინების ლიდერის უკმაყოფილება გამოიწვია.

დღის ამბები