07 ოქტომბერი 2024,   18:28
ვრცლად
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა - კრემლში საპასუხო რეაგირებაზე საუბრობენ

შეერთებული შტატების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოვებას კრემლში გამოეხმაურნენ. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, ეს ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებას ხელს არ უწყობს და მას საპასუხო რეაგირება მოჰყვება.

ამერიკის ვაჭრობის სამინისტრომ შეზღუდვები 81 რუსულ კომპანიას დაუწესა, რომელთა უმეტესობაც რუსეთსა და ყირიმშია რეგისტრირებული, ოთხი კი ინდოეთსა და ჰონგ კონგში.

დღეს რუსეთის მიმართ ინდივიდუალური სანქციების კიდევ 6 თვით გახანგრძლივების გადაწყევტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების დონეზეც მიიღეს.

დღის ამბები