07 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
პენტაგონი რუსეთს უსაფრთხოების პრინციპის ძირის გამოთხრის მცდელობაში ადანაშაულებს

პენტაგონის ხელმძღვანელი რუსეთს საერთაშორისო წესრიგისა და კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპის ძირის გამოთხრის მცდელობაში ადანაშაულებს.

განცხადება ეშტონ კარტერმა ლონდონში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის აგრესია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მოკავშირეებიც დაცვას მომავალშიც გააგრძელებს.

მისივე თქმით, ამერიკა, ნატო-ს წევრებთან ერთად, ეხმარება საქართველოსა და უკრაინას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ალიანსთან ურთიერთობის განვითარებასა და თავდაცვითი ინსტიტუტების რეფორმირებაში.

 

დღის ამბები