07 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
მერილინ მონროს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კაბა აუქციონზე გაიყიდება

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კაბა აუქციონზე გაიყიდება. ოქროს ფირფიტებით გაფორმებული კაბა, რომელიც მერილინ მონროს ჯონ კენედის 45 წლის იუბილეზე ეცვა და პრეზიდენტს უმღერა, ლოს-ანჯელესის აუქციონზე 17 ნოემბერს გაიტანენ.

ვარაუდობენ, რომ მისი ფასი 2-დან 3 მილიონ დოლარამდე იქნება. კაბა აუქციონზე უკვე მეორედ გააქვთ. ის 1999 წელს კრისტის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა.

კაბაში მილიონ 260 ათასი დოლარი გადაიხადეს.

დღის ამბები