07 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
საქართველოს შემდეგ ნატოს გენერალური მდივანი ორ დღიანი ვიზიტით თურქეთში იმყოფება

საქართველოს შემდეგ ნატოს გენერალური მდივანი ორ დღიანი ვიზიტით თურქეთში იმყოფება. იენს სტოლტენბერგი უკვე შეხვდა პრეზიდენტ ერდოღანს სადაც ჩაშლილი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, თურქეთის მთავრობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

შეხვედრის დროს საუბარი შეეხო თურქეთის მონაწილეობას ავღანეთის მისიაში, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლასა და სირიის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას.

დღეს იენს სტოლტენბერგი თურქეთის პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

დღის ამბები