07 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
საფრანგეთის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი 3 ქალი დააკავა

საფრანგეთის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი 3 ქალი დააკავა. გამოძიება მათ კვალზე მას შემდეგ გავიდა, რაც პარიზის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე გაზის ცილინდრებით დატვირთული მსუბუქი ავტომობილი აღმოაჩინეს.

პოლიციის ვარაუდით, ისინი აფეთქებას გეგმავდნენ. ეჭვმიტანილების აყვანის ოპერაციის დროს კი, ერთ-ერთმა ქალმა პოლიციელი დანით დაჭრა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე დაკავებული ქალი რადიკალიზმის მიმართ დადებითად იყვნენ განწყობილი.

დღის ამბები