07 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
სავარაუდო ატომური ცდები - აშშ-მა ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე ბიძგები დააფიქსირა

ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე შეერთებული შტატების გეოლოგიურმა სააგენტომ ბიძგები დააფიქსირა, რომელიც სავარაუდოდ ატომური ცდების შედეგად წარმოიქმნა.

5.3 მაგნიტუდის ტალღები ზედაპირზე წარმოიქმნა და მისი ეპიცენტრი იმ რაიონში იყო, სადაც ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება სავარაუდოდ ბირთვულ პროგრამას ახორციელებს.

ჩრდილოეთ კორეამ წელს რამდენჯერმე ჩაატარა ბირთვული ცდები და რაკეტებიც გაუშვა, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევაა.

დღის ამბები