07 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ მასშტაბური ბირთვული გამოცდა ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ მასშტაბური ბირთვული გამოცდა ჩაატარა. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პოლიგონზე წარმატებით გამოსცადეს ბირთვული ბომბი, რომლის აფეთქების სიმძლავრე, სპეციალისტების შეფასებით, 10 კილოტონა იყო.

აფეთქების შემდეგ რეგიონში 5.3 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა. მომხდარი დაგმო და სახიფათო ნაბიჯი უწოდა საერთაშორისო გაერთიანებამ.

მეზობელმა იაპონიამ და სამხრეთ კორეამ მზადყოფნაში მოიყვანეს თავდაცვითი საშუალებები და ჩინეთთან ერთად ატმოსფეროში რადიაციის დონის შემოწმება დაიწყეს.

ბირთვულ გამოცდასთან დაკავშირებით დღეს, გაეროს უშიშროების საბჭოში საგანგებო სხდომა გაიმართება.

ჩრდილოეთ კორეაში დღეს ქვეყნის დაარსების 68 წლისთავს აღნიშნავენ და რიგით მეხუთე ბირთვული გამოცდაც ამ თარიღს დაამთხვიეს.

დღის ამბები