07 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
გაერო ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე მუშაობას იწყებს

გაერო ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე მუშაობას იწყებს. გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე მიიღეს, რომელზეც ფხენიანის მორიგი ბირთვული გამოცდა განიხილეს.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

ჩრდილოეთ კორეამ რიგით მეხუთე, ყველაზე მასშტაბური ბირთვული გამოცდა გუშინ ჩაატარა. ბირთვული ბომბი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პოლიგონზე წარმატებით გამოსცადეს. სპეციალისტების შეფასებით, აფეთქება ძლიერი იყო.

დღის ამბები