07 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
შვედეთში პრინცი ალექსანდრე მონათლეს

შვედეთში პრინცი ალექსანდრე მონათლეს. ცერემონია დროტნინგ-ჰოლმის სასახლის ტაძარში გაიმართა და მას სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და სხვა პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ.

40-წუთიანი რიტუალის შემდეგ 4 თვის პრინცის გადაღების საშუალება მედიის წარმომადგენლებსაც მიეცათ.

პრინცი ალექსანდრე შვედეთის ტახტის მემკვიდრეთა რიგში მეხუთეა.

ნათლობის შემდეგ მის პატივსაცემად ქვემეხებიდან 21-ჯერ გაისროლეს, სტოკჰოლმში კი მიწვეული სტუმრებისთვის წვეულება გაიმართა. 

დღის ამბები