07 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
ნასამ მარსის ახალი ფოტოები გაავრცელა

ნასამ მარსმავალ "ქიურიოსითის" მიერ წითელ პლანეტაზე გადაღებული ახალი, ფერადი ფოტოები გაავრცელა. მასალაში დეტალურად ჩანს პლანეტის ზედაპირზე არსებული კლდოვანი ადგილები.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ფოტოები მათ დაეხმარება, დაადგინონ თუ როგორ წარმოიქმნა მარსის ამჟამინდელი ლანდშაფტი.

„ქიურიოსითი“ მარსზე კვლევებისთვის 2012 წლის 6 აგვისტოს დაეშვა. აპარატს 75 სანტიმეტრის სიმაღლის წინააღმდეგობის გადალახვა და ადგილზე 360 გრადუსით სრული ბრუნის შესრულება შეუძლია. პროექტი ნასას 2,5 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

დღის ამბები