07 ოქტომბერი 2024,   18:25
ვრცლად
11 სექტემბრის ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა - აშშ-ში სამგლოვიარო ცერემონიები გაიმართება

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა. ტერაქტების წლისთავთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებში სამგლოვიარო ცერემონიები გაიმართება. ნიუ-იორკის მემორიალთან დაგეგმილია წუთიერი დუმილი დილის 8 საათსა და 46 წუთზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ ტაუერს პირველი თვითმფრინავი შეეჯახა.

ალ ქაიდას ტერორისტებმა 2001 წლის 11 სექტემბერს თავდასხმების მოსაწყობად გატაცებული 4 თვითმფრინავი გამოიყენეს. ორი ლაინერი მათ ნიუ იორკში სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს, მესამე კი ვაშინგტონში, პენტაგონის შენობას შეაჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიაში ჩამოვარდა. ტერაქტების სერიას 3 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 6 ათასზე მეტი კი დაშავდა.

დღის ამბები