07 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
სირიაში მასშტაბური ავიაიერიშები განხორციელდა - შეტევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმებიდან რამდენიმე საათში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რეგიონებზე მასშტაბური ავიაიერიშები განხორციელდა.

შეტევას საერთო ჯამში 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მეტი, 60 ადამიანი ქალაქ იდლიბში, ბაზრის ტერიტორიის დაბომბვას დროს დაიღუპა, 90-ზე მეტი კი დაშავდა.

თვითმხილველები მომხდარში რუსეთის ავიაციას ადანაშაულებენ. დაიბომბა ალეპოს მახლობლად მდებარე ორი ქალაქიც, რასაც 45 ადამიანი ემსხვერპლა. 

დღის ამბები