07 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
11 სექტემბრის ტერაქტი - ამ წუთებში პენტაგონის შენობასთან სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობს

შეერთებულ შტატებში 11 სექტემბრის ტერაქტების დროს დაღუპულებს იხსენებენ. ამ წუთებში სამგლოვიარო ცერემონია პენტაგონის შენობასთან მიმდინარეობს და მას შეერთებული შტატების პრეზიდენტი და თავდაცვის მდივანი ესწრებიან.

მანამდე დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით ნიუ-იორკში, მემორიალთან მიაგეს, სადაც ტრადიციულად ზარი ირეკება და თავდასხმების დროს გარდაცვლილთა სახელებსა და გვარებს კითხულობენ. რამდენიმე საათიანი ცერემონიის დროს წუთიერი დუმილი 6-ჯერ გამოცხადდება, ოთხი ზუსტად იმ დროს ემთხვევა, როდესაც ალ ქაიდას ტერორისტებმა გატაცებული თვითმფრინავები შენობებს შეაჯახეს, ორი კი, როდესაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენები ჩამოინგრა.

ტრაგედიის ადგილზე მისვლას გეგმავენ შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატები ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპიც.

15 წლის წინ ტრაგედიას 3 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 6 ათასზე მეტი კი დაშავდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები