07 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
საფრანგეთის პრემიერი ქვეყანაში ტერორისტული თავდასხმების განმეორებას არ გამორიცხავს

საფრანგეთის პრემიერი მანუელ ვალსი არ გამორიცხავს რომ ქვეყანაში ისევ მოხდეს ტერორისტული თავდასხმები. ამის შესახებ მან ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა.

მისი კომენტარი ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ბოლო განცხადებას მოჰყვა, რომელმაც სამართალდამცველ სტრუქტურებს უსაფრთხოების გაძლიერების რჩევა მისცა.

მანუელ ვალსის თქმით, ეს არ არის პრობლემის გადაჭრის გზა, რადგან ამჟამად უსაფრთხოებას 15 ათასი სამართალდამცველი იცავს თუმცა, არ არის გამორიცხული, ტერორისტული თავდასხმები ისევ განმეორდეს.

"პოლიცია და დაზვერვა ყოველდღიურად აღკვეთს ტერორისტულ თავდასხმებს, ააშკარავებს ტერორისტულ ქსელებს და აფიქსირებს რადიკალების კვალს. ამ პროცესს საფრანგეთში 15 ათასი სამართალდამცველი უწევს მონიტორინგს, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალიზმთან. თუმცა ისევ იქნება ახალი თავდასხმები და უდანაშაულო მსხვერპლი,“ - განაცხადა მანუელ ვალსიმ.

საფრანგეთის პოლიციამ გასულ კვირაში 2 ტერაქტის აღკვეთა მოახერხა. მათ შორის ერთ-ერთი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სიახლოვეს იგეგმებოდა.

დღის ამბები