07 ოქტომბერი 2024,   18:28
ვრცლად
შეერთებულ შტატებში 11 სექტემბრის ტერაქტის წლისთავი აღნიშნეს

შეერთებულ შტატებში 11 სექტემბრის ტერაქტის წლისთავი აღნიშნეს. წელს უკვე მეთხუთმეტედ ნიუ იორკის ცენტრში ზარებმა ზუსტად 8 საათსა და 46-ს წუთზე დარეკეს.

ეს ის დროა, როცა მსოფლიო სავაჭრო ცენტრს ტერორისტების მიერ გატაცებული პირველი თვითმფრინავი შეეჯახა. გრაუნდ ზეროზე წაიკითხეს ყველა იმ გარდაცვლილის სახელი, რომელიც ამ თავდასხმას ემსხვერპლა.

პრეზიდენტმა კი გვირგვინით ტერაქტების სერიის მემორიალი ვაშინგტონში, პენტაგონთან შეამკო.

"15 წლის წინ ჩვენ დიდი საფრთხის წინაშე დავდექით და დავიწყეთ ბრძოლა. ტერორისტული თავდასხმები მცირე მასშტაბებით, მაგრამ მაინც გრძელდება. სიძულვილის იდეოლოგია გაუგონარი ძალადობისკენ მოუწოდებს ადამიანებს. დაჯგუფებებმა, როგორიცაა ალ ქაიდა და ისლამური სახელმწიფო, კარგად იციან რომ ამერიკას, ვერასოდეს დაამარცხებენ. ამის სანაცვლოდ კი ტერორის ხერხს მიმართავენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვინარჩუნებთ ერთიანობას," - განაცხადა ბარაკ ობამამ. 

დღის ამბები