07 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
მის ამერიკის სილამაზის კონკურსში სევი შილდსმა გაიმარჯვა

არკანზასის უნივერსიტეტის სტუდენტი შეერთებული შტატების ყველაზე ლამაზ გოგოდ დაასახელეს. სევი შილდსმა მის ამერიკის სილამაზის კონკურსში 6 კონკურენტი დაამარცხა. ფინალური შოუ, რომელიც ორ საათს გაგრძელდა, ატლანტიკ სითიში გაიმართა.

სტუდენტმა ჟიურის მოხიბვლა ცეკვითა და შეკითხვებზე გაცემული პასუხებით მოახერხა. მეორე ადგილზე სამხრეთ კაროლინის წარმომადგენელი გავიდა, მესამე პოზიცია კი მის ნიუ იორკმა დაიკავა.

დღის ამბები