07 ოქტომბერი 2024,   18:28
ვრცლად
კატალონიაში რეგიონის დამოუკიდებლობის მხარდამჭერთა მასშტაბური აქციები გაიმართა

კატალონიაში რეგიონის დამოუკიდებლობის მხარდამჭერთა მასშტაბური აქციები გაიმართა. ათასობით ადამიანი გამოვიდა 5 ქალაქში და ესპანეთისგან კატალონიის გამოყოფა მოითხოვა. ბარსელონაში გამართულ მსვლელობაში 500 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

რეგიონის ასამბლეა, რომელიც ძირითადად დამოუკიდებლობის მომხრეებითაა დაკომპლექტებული, ახალი სახელმწიფოს ფორმირებას უკვე 2017 წელს აპირებს, რასაც გამოწვევად აფასებს ესპანეთის დროებითი მთავრობა და კატალონიის წინააღმდეგ დავას საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებს.

დღის ამბები