07 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სირიაში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველ ეტაპს დადებითად აფასებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი სირიაში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველ ეტაპს დადებითად აფასებს. ჯონ კერის თქმით, ჯერ დასკვნების გაკეთება ნაადრევია, თუმცა უკვე შეინიშნება სირიაში შედარებითი სიმშვიდე.

ამ ფაქტს პირველ ეტაპზე დადებითად აფასებს გერმანიის საგარეო უწყებაც. პარალელურად, რუსეთი აცხადებს, რომ ვაშინგტონთან მიღწეულია შეთანხმება, სირიაში ერთობლივი ოპერაციული ცენტრის შექმნის შესახებ, რომელიც საჰაერო ოპერაციებს გააკონტროლებს.

ეს გადაწყვეტილება კი სწორედ ზავის შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ასადის რეჟიმის თქმით, 7 დღით არის გამოცხადებული, მისი ინიციატორი შეერთებულ შტატებთან ერთად, რუსეთიც იყო.

დღის ამბები