07 ოქტომბერი 2024,   18:25
ვრცლად
ლიბიის სამთავრობო ძალები ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იერიშებს განაგრძობენ

ლიბიის სამთავრობო ძალები ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იერიშებს განაგრძობენ. ბოლო ინფორმაციით, ქალაქ სირტეში ტერორისტები ალყაში ჰყავთ მოქცეული, თუმცა ისინი ჯერ კიდევ იყენებენ ქალაქის მოსახლეობას ცოცხალ ფარად.

ამჟამად ლიბიის ხელისუფლება სპეციალურად მოწყობილი ბლოკ საგუშაგოებიდან ახორციელებს ქალაქ სირტეში ტერორისტების გადაადგილების თვალთვალს.

ეს ქვეყანაში ბოლო ქალაქია, სადაც ტერორისტული დაჯგუფების წევრები მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც რჩებიან.

დღის ამბები