07 ოქტომბერი 2024,   18:25
ვრცლად
სირიაში დროებითი ზავი შევიდა ძალაში

სირიაში დროებითი ზავი შევიდა ძალაში. ვაშინგტონისა და მოსკოვის შუამდგომლობით შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მუსლიმანთა რელიგიური დღესასწაულის დაწყებას დაემთხვა.

დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ინტენსიური ბრძოლები შეწყვეტილია, თუმცა ცალკეულ ინციდენტებს მაინც აქვს ადგილი.

BBC-ის ინფორმაციით, ალეპოში, სადაც მეამბოხეთა ნაწილი ზავის შეთანხმებას არ შეუერთდა, საარტილერიო იერიშებისა და სროლის ხმა ისმოდა. ჰამას პროვინციაში კი საჰაერო იერიში განხორციელდა.

ზავის თანახმად, სირიის სამთავრობო ძალებმა სამხედრო მოქმედებები 18 სექტემბრამდე შეაჩერეს. იმ შემთხვევაში თუ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 7 დღის განმავლობაში შენარჩუნდება, ვაშინგტონი და მოსკოვი სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლასა და ტერორისტების წინააღმდეგ ერთობლივ საჰაერო ოპერაციას დაიწყებენ.


დღის ამბები