07 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
შიმონ პერესი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში იმყოფება

შიმონ პერესი უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი თელ-ავივის კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე პერესი მედიკამენტოზურ კომაში შეიყვანეს და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიაერთეს.

მედიკოსების თქმით, ქირურგიული ოპერაციის ჩატარების აუცილებლობაზე მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რაც ინსულტის შედეგად მიყენებული დაზიანებებს გამოავლენენ. მათივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამჟამად მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

შიმონ პერესი ისრაელში ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად მიიჩნევა. ის პრეზიდენტის პოსტს ორჯერ იკავებდა. 1993 წელს პალესტინის ავტონომიასთან გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების გამო კი მას პრემიერ იცხაკ რაბინთან და აისირ არაფატთან ერთად ნობელის პრემია გადაეცა.

დღის ამბები