07 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
კოლინ პაუელმა დაადასტურა, რომ მან ტრამპი ერისთვის სამარცხვინო ფიგურად დაასახელა

კოლინ პაუელი ადასტურებს, რომ ნამდვილად მისი პოზიციაა ასახული ელექტრონულ წერილებში, რომლებიც კიბერთავდასხმის შედეგად გასაჯაროვდა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მიმოწერაში დონალდ ტრამპს ერისთვის სამარცხვინო ფიგურას და საერთაშორისო დონეზე განდევნილ პიროვნებად მოიხსენიებს, რომელის საკუთარ თავს ისე ანადგურებს, რომ დემოკრატებმა მას ყურადღება აღარც კი უნდა მიაქციონ.

პაუელის ეს წერილი 17 ივნისით თარიღდება. ტრამპის გარდა ყოფილი სახელმწიფო მდივანი პირად წერილებში ჰილარი კლინტონის მიმართაც გამოთქვამს უკმაყოფილებას და მას ზედმეტად ამბიციურ და ხარბ პოლიტიკოსად მოიხსენიებს.

კოლინ პაუელის ელექტრონული ფოსტა ჰაკერებმა ცოტა ხნის წინ გატეხეს და ამ კიბერთადასხმაში ამერიკის სპეცსამსახური რუსეთს ადანაშაულებს.

დღის ამბები