07 ოქტომბერი 2024,   18:28
ვრცლად
ბრატისლავაში ევროკავშირის სამიტი მიმდინარეობს

ამ წუთებში ბრატისლავაში ევროკავშირის სამიტი მიმდინარეობს. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შედეგებს განიხილავენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებმა საგზაო რუკა უნდა შეათანხმონ, რომლითაც ევროკავშირი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ, სტაბილურობის შესანარჩუნებლად იხელმძღვანელებს.

დონალდ ტუსკის თქმით, ევროპელი ლიდერების დღის წესრიგში კიდევ ორი მნიშვნელოვანი საკითხია, მათ შორის მიგრანტების კრიზისი და უსაფრთხოების საკითხები.

დღის ამბები