07 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
ჩინეთის ავიაშოუზე ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა - დაიღუპა პილოტი და 3 მგზავრი

ჩინეთის ავიაშოუზე ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა. მცირე ზომის თვითმფრინავი საჩვენებელი მანევრის შესრულების დროს ჩამოვარდა. ელ 500-ის ტიპის თვითმფრინავი აეროპორტის მახლობლად, დაუსახლებელ ტერიტორიაზე დაეცა და აფეთქდა.

შედეგად, ბორტზე მყოფი პილოტი და სამი მგზავრი დაიღუპა. ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია, მომხდარს საგამოძიებო ჯგუფი სწავლობს.

დღის ამბები