07 ოქტომბერი 2024,   18:25
ვრცლად
აშშ ანექსირებულ ყირიმში ჩატარებული რუსეთის სათათბიროს არჩევნებს არ აღიარებს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე ჩატარებული სათათბიროს არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ჯონ კირბიმ, გააკეთა.

მისი ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციები იქამდე დარჩება ძალაში, სანამ რუსეთი ყირიმს უკრაინას არ დაუბრუნებს.

რუსეთის სათათბიროს არჩევნები 18 სექტემბერს ტარდება.  

დღის ამბები