07 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
ქართველი მეცნიერი ამერიკაში სამხედრო ბაზების წყალქვეშა ტერიტორიების აუფეთქებელი ჭურვებისგან გაწმენდაზე იმუშავებს

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა ამერიკაში მცხოვრებ ქართველ მეცნიერს, დართმუსის კოლეჯის პროფესორს, ფრიდონ შუბითიძეს, დაუმტკიცა ორწლიანი პროექტი, რომლითაც ქართველი მეცნიერის ელექტრომაგნიტური ზონდირების ჯგუფმა ყოფილი სამხედრო ბაზების წყალქვეშა ტერიტორიები აუფეთქებელი ჭურვებისგან უნდა გაწმინდოს.

ამის შესახებ რუსთავი2-ის გადამღებ ჯგუფს პროექტის ავტორმა განუცხადა.

ფრიდონ შუბითიძის თქმით, მათ გამოგონებას - ელექტრომაგნიტური ინდუქციის სენსორებით აღჭურვილ აპარატს, აქვს უნარი, ასაფეთქებელი მოწყობილობები მიწის ქვეშ არსებული სხვა არა საშიში მეტალის ნარჩენებისგან განასხვავოს, რადგან ყოფილი ბაზების მიწისქვეშა და წყლისქვეშა ტერიტორიების გასუფთავება ყველა სახის ნარჩენისგან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.  

პროექტის განხილვა და დამტკიცება დღეს არლინგტონში გამრთულ შეხვედრაზე მოხდა.

შუბითიძის თქმით, პროექტი ორწლიანია და მისი ღირებულება 800.000 ამერიკული დოლარია.

დღის ამბები