07 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
კიდევ ერთი აფეთქება აშშ-ში - ხელნაკეთი ბომბი ნიუ-ჯერსიში ამოქმედდა

ამერიკელი ძალოვანები ნიუ-იორკში მომხდარ აფეთქებასა და ნიუ-ჯერსის ინცინდენტთან შესაძლო კავშირს იძიებენ. ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ნიუ-ჯერსიში მარათონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ამოქმედდა. პოლიციის ინფრომაციით, ლითონის მილისგან დამზადებული ბომბი ამ შემთხვევაშიც ნაგვის ურნაში იყო ჩამონტაჟებული. ის ზუსტად იმ ადგილას ამოქმედდა, სადაც საქველმოქმედო მარათონის მონაწილეები სტარტისთვის ემზადებოდნენ. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

სამართალდამცველების განცხადებით მონაწილეები აფეთქებას მხოლოდ იმ მიზეზით გადაურჩნენ, რომ სტარტი ნახევარი საათით გადაიდო. მომხდარს ფედერალური საგამოძიებო ბიურო იძიებს და ნიუ-იორკის აფეთქებასთან კავშირის დადგენას ცდილობს. აფეთქებისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია ძალოვანებს არ მიუნიჭებიათ.

დღის ამბები