07 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
პარიზში კი ტერაქტის განგაში გაუქმებულია

პარიზში კი ტერაქტის განგაში გაუქმებულია. ფრანგმა ძალოვანებმა დედაქალაქში სპეცოპერაცია დაასრულეს და განაცხადეს, რომ საფრთხე არ არსებობს. განგაში პარიზში გუშინ დღის მეორე ნახევარში გამოცხადდა. ძალოვანებმა შეტყობინება მიიღეს, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ უბანში, ტერორისტებმა ეკლესიაში მძევლები აიყვანეს. ადგილზე პოლიციის ქვედანაყოფების მობილიზება მოხდა, გადაიკეტა მიმდებარე ქუჩები. ადგილობრივი მოსახლეობა კი სამართალდამცველებმა ტერორისტული თავდასხმის საფრთხის შესახებ სპეციალური მობილური აპლიკაციის საშუალებით გააფრთხილეს, რომელიც 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ შეიმუშავეს და ტერიტორიასთან მიახლოვება აუკრძალეს. შეზღუდვები მხოლოდ მას შემდეგ მოიხსნა, რაც ძალოვანებმა სპეცოპერაციის შედეგად დაადგინეს, რომ განგაში ცრუ აღმოჩნდა.

ფოტო:არქივი

დღის ამბები