07 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
სროლა მინესოტას შტატის სავაჭრო ცენტრში - დაჭრილია სულ ცოტა 8 ადამიანი

სროლა მინესოტას შტატის სავაჭრო ცენტრში - უცნობმა მამაკაცმა, რომელსაც კერძო დაცვის კომპანიის უნიფორმა ეხვა, სულ მცირე 8 ადამიანი დაჭრა. არც ერთი მათგანის დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის. ინფრომაციას მომხდარის შესახებ BBC ავრცელებს.

პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდირება მოახერხა. ჯერჯერობით მისი ვინაობა უცნობია, თუმცა ცნობილი ხდება, რომ დამნაშავემ სიკვდილამდა ალაჰი ახსენა.

ადგილობრივი პოლიციის თქმით მათ არ აქვთ იმის მტკიცებულება, რომ თავდასხმაში ერთ პიროვნებაზე მეტი მონაწილეობდა.

 

დღის ამბები