07 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
აშშ-ს სირიაში სამთავრობო ძალების დაბომბვაში ადანაშაულებენ

სირია და რუსეთი შეერთებულ შტატებს სამთავრობო ძალების დაბომბვაში ადანაშაულებენ. განცხადებები კოალიციური ძალების მისამართით დამასკოსა და მოსკოვში გაკეთდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კოალიციამ დეირ ეზორში სირიის სამთავრობო ძალებზე მიიტანა იერიშები, შედეგად ათობით სირიელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო ისლამურმა სახელმწიფომ ერთ-ერთი სტრატეგიული პოზიციის აღება შეძლო.

როიტერთან საუბარში ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ იერიშის შედეგად 80-მდე ჯარისკაცი დაიღუპა, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ამავე ტერიტორიას იმ მომენტში რუსული ავიაციაც ბომბავდა.

პენტაგონში აცხადებენ, რომ ინფორმაციას ამოწმებენ და იმ შემთხვევაში თუ ავიაციამ შეცდომით სირიის სამთავრობო ძალებზე მიიტანა იერიში, ბოდიშს მოიხდიან. მომხდარის გამო გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე შეიკრიბა.

 

დღის ამბები