07 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
აფეთქება ბარსელონაში - დაღუპულია 1 და დაშავებულია 10-ზე მეტი ადამიანი

ცოტა ხნისწ ინ ბარსელონაში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. როგორც Independent იუწყება ამ დროისთვის არსებული მონაცემებით დაღუპულია 1 და დაშავებულია 14 ადამიანი. 2 დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილია საშუალო ხნის ქალბატონი, რომელიც შენობის მეორე სართულზე მდებარე ბინაში ცხოვრობდა.

აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. ამ დროისთვის შენობა, რომელშიც აფეთქება მოხდა და მისი მიმდებარე ტერიტორია ევაკუირებულია.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

 

დღის ამბები