07 ოქტომბერი 2024,   18:28
ვრცლად
კიევში რუსეთის საელჩოსთან აქცია გაიმართა

ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში საარჩევნო უბნების გახსნას კიევში საპროტესტო აქცია მოჰყვა.

რუსეთის საელჩოსთან, სადაც საარჩევნო უბანია გახსნილი, მემარჯვენე სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და რუსეთის დროშა ფეხით გათელეს.

რამდენიმე აქტივისტი დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან რუსეთის მოქალაქეს დაესხა თავს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაც მოჰყვა. შეტაკებების შედეგად პოლიციამ ორი აქტივისტი დააკავა.

დღის ამბები