07 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
ამერიკაში მცხოვრები ქართველები მომხდარ აფეთქებას "რუსთავი 2-ის" კამერის წინ იხსენებენ

ნიუ-იორკში მომხდარ აფეთქებას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. განცხადება ცოტა ხნის წინ შტატის გუბერნატორმა გააკეთა და აღნიშნა, რომ დამნაშავე აუცილებლად დაისჯება. 

მომხდარის შედეგად დაშავებულია 29 ადამიანი, ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცავები, გადაკეტილია მთელი პერიმეტრი. 

ქალაქში კი პანიკა არ არის. მომხდარ აფეთქებას ნიუ-იორკში საქართველოს ორი მოქალაქე, ბაია დავითაია და ჟურნალისტი ზვიად ხუჯაძე, შეესწრნენ. ისინი ყვებიან, რომ აფეთქების ხმა გაიგეს, შემდეგ იყო ყვირილი და ქაოსი. 

ქართველები ამბობენ, რომ აფეთქებიდან მალევე ადგილზე სამართალდამცავები, სახანძრო და სამაშველო სამსახურები გამოჩდნენ, ოპერაციაში მალევე ჩაერთო ავიაციაც. მომხდარის შედეგად ქართველები არ დაშავებულან. 

ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იკრიბებიან, დღეს ქალაქში საქართველოს დელეგაციასაც ელოდებიან. გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. 

ავტორი: დავით ნიკურაძე. 



დღის ამბები