07 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
ანგელა მერკელის პარტიამ ბერლინის პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

ანგელა მერკელის პარტიამ ბერლინის პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. საპარლამენტო არჩევნები ბერლინში გუშინ გაიმართა. 130 მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 21 პარტია იყრიდა კენჭს.

მერკელის ქრისტიან დემოკრატიულ კავშირს ხმების 17.6% აქვს, რაც პარტიის არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ხმების უმრავლესობა - 21% სოციალ დემოკრატებმა მოიპოვეს, სწორედ ეს პარტია შედიოდა ანგელა მერკელთან კოალიციაში. თუმცა, ამ არჩევნების შემდეგ, სოციალ დემოკრატებს ახალი კოალიციის შექმნა მოუწევთ.

ანალიტიკოსების განცხადებით, სავარაუდოდ, არჩევანი მემარცხენეებზე და მწვანეთა პარტიაზე გაკეთდება, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის მერკელის პარტიის მანდატები საკმარისი არ არის.

დღის ამბები