07 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
არჩევნები რუსეთში - "ედინაია რასიამ" კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მმართველმა ედინაია რასიამ ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 92 პროცენტი დაამუშავა. ხმების 54,16 პროცენტი ედინაია რასიამ დააგროვა, მეორე ადგილზე 13,5 პროცენტით კომუნისტური პარტიაა, ვლადიმერ ჟირინოვსკის ლიბერალ დემოკრატიული პარტიას 13,26 პროცენტი აქვს, ხოლო სპრავედლივაია რასიას 6 პროცენტი.

დანარჩენმა პარტიებმა კი 5 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს. ცესკოს განცხადებით, გუშინდელ არჩევნებზე მოსახლეობის რეკორდულად დაბალი აქტივობა დაფიქსირდა.

ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს.

დღის ამბები