07 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
გაეროს გენერალური ასამბლეაზე დევნილთა შესახებ დეკლარაციას 193 ქვეყნის ლიდერმა დაუჭირა მხარი

გაეროს გენერალური ასამბლეა ნიუ იორკში დევნილთა შესახებ დეკლარაციის მიღებით დაიწყო, რომელსაც 193 ქვეყნის ლიდერმა დაუჭირა მხარი. დეკლარაციის მიხედვით, მომდევნო 2 წლის განმავლობაში მსოფლიომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ დევნილთა გადაადგილების პროცესი, რეგულირებადი და უსაფრთხო გახდეს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, მიგრანტების კრიზისის დარეგულირების მიზნით, ფინანსური პასუხისმგებლობა გაინაწილონ.

მიგრაციის პროცესებზე ისაუბრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმაც გაეროს მაღალი რანგის შეხვედრაზე. ჯონ კერიმ ამ პროცესს კატასტროფული უწოდა და კრიზისის მოგვარების მიზნით,  დაფინანსების გაზრდას გაუსვა ხაზი.

დღეს მსოფლიო ლიდერების სამიტზე დევნილთა კრიზისის მოგვარების გზებზე უკვე ბარაკ ობამა ისაუბრებს.

დღის ამბები