07 ოქტომბერი 2024,   18:25
ვრცლად
სირიაში ზავი დასრულებულია - ავია იერიშების ეპიცენტრში ქალაქ ალეპოსთან გაეროს წითელი ჯვრის ჰუმანიტარული მანქანა მოყვა

სირიაში ზავი დასრულებულია. ავია იერიშების ეპიცენტრში ქალაქ ალეპოსთან გაეროს წითელი ჯვრის ჰუმანიტარული მანქანა მოყვა. სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ დარტყმები ასადის რეჟიმის ან რუსული ავიაციის მიერ იყო განხორციელებული.

მომხდარის ფონზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რუსეთს მოუწოდა სირიის პრეზიდენტი ასადის ქმედებები აკონტროლოს.

გუშინ ჟენევაში ზავის გაგრძელების მიზნით რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, თუმცა უშედეგოდ. დღეს ამ საკითხზე საუბრების გაგრძელება ნიუ იორკში იგეგმება.

დღის ამბები