07 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
აფეთქება აშშ-ში - წარმოშობით ავღანელი აჰმად ხან რახამი შეერთებული შტატების მოქალაქეა

ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში მომხდარი აფეთქებების ორგანიზებაში ეჭვმიტანილს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. აჰმად ხან რახამი ნიუ-ჯერსის პოლიციამ გუშინ ქალაქ ლინდენში დააკავა.

გამოძიების ვერსიით, რამახიმ მანჰეტენზე ჩელსის რაიონში მოაწყო აფეთქება და მასვე ეკუთვნის ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში აღმოჩენილი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები.

ძებნილის კვალზე პოლიცია ერთ-ერთი ბარის მეპატრონის დახმარებით გავიდა, რომელმაც ძალოვანებს აცნობა, რომ რახამის მისი ბარის დერეფანში ეძინა. პოლიციის მისვლისთანავე ეჭვმიტანილმა ცეცხლი გახსნა. ორმხრივი სროლის შედეგად ის ძალოვანებმა დაჭრეს და ადგილზე დააკავეს.

28 წლის აჰმად ხან რახამი წარმოშობით ავღანელია და შეერთებული შტატების მოქალაქეა. არ არის გამორიცხული, მას ბრალი იარაღის უკანონო გამოყენების მუხლითაც წაუყენონ.

დღის ამბები