07 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
ნახე და იყიდე - ბარბერის სახლის კოლექცია ლონდონის მოდის კვირეულზე

ნახე და იყიდე - ბარბერის სახლის კოლექცია ლონდონის მოდის კვირეულზე. ბრიტანულმა ბრენდმა ამ კოლექციის მსოფლიოს 100 ქვეყანაში გაყიდვა უკვე დაიწყო.

დიზაინერის შთაგონების წყარო ვირჯინია ვულფის ნოველა "ორლანდო" და დიზაინერ ნენსი ლანკასტერის ნამუშევრები გახდა.

დიზაინერებმა მზა კოლექციისთვის 1920-იანი წლების სტილს მიმართეს და დარბაზში, სადაც პოდიუმი იყო მოწყობილი, ამავე პერიოდის გარემო შექმნეს.

მაღალი მოდის კვირეული, რომელიც ნიუ იორკიდან დაიწყო, ლონდონში გაგრძელდა და ბრიტანეთის დედაქალაქი დღეს ბოლო ჩვენებებს უმასპინძლებს. დიზაინერები კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ხვალიდან უკვე მილანში შეიკრიბებიან.

 

 

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე

დღის ამბები