07 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
საქართველოს პრემიერმინისტრი მოლდოველ კოლეგას შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერ მინისტრმა რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამართა.

გიორგი კვირიკაშვილი მოლდოველ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივაზე იმსჯელეს.

გიორგი კვირიკაშვილისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის საუბრის თემა საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა იყო.

კვირიკაშვილმა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ენტონი ბლინკენმა საპარლამენტო არჩევნები და აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს.

დღის ამბები