07 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
საფრანგეთის პოლიციამ ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან კავშირში მყოფი 8 ადამიანი დააკავა

საფრანგეთის პოლიციამ ქალაქ ნიცაში ბასტილიის დღეს მომხდარ თავდასხმასთან კავშირში მყოფი 8 ადამიანი დააკავა.

ეჭვმიტანილები ეროვნებით ფრანგები და ტუნისელები არიან. მათ კავშირი ჰქონდათ სატვირთოს მძღოლ მუჰამედ ბოულელთან, რომელმაც 86 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ეს ამ საქმეზე პირველი დაკავება არაა. მანამდე პოლიციამ უკვე დააკავა 5 თანამზრახველი, რომლებიც თავდამსხმელს იარაღით და სხვა საშუალებებით ეხმარებოდნენ.

დღის ამბები