07 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
თეთრმა სახლმა ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში მომხდარ აფეთქებებს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა

შეერთებული შტატების თეთრმა სახლმა ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში მომხდარ აფეთქებებს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

ამის შესახებ პრეს-მდივანმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა. 28 წლის ეჭვმიტანილს კი ბრალი 5 მუხლით აქვს წაყენებული. მათ შორის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.

19 სექტემბერს ნიუ-იორკში აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა.

ნიუ-ჯერსიში კი ჩანთა აღმოაჩინეს, რომელშიც ხელნაკეთი ბომბები იყო მოთავსებული.

დღის ამბები